Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

პირეა: 20 წლის მძღოლი ჯერ 78 წლის ქალს, შემდეგ კი 8 მანქანას შეეჯახა

პირეა: 20 წლის მძღოლი ჯერ 78 წლის ქალს, შემდეგ კი 8 მანქანას შეეჯახა

სამშაბათს 10 მარტს განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობა შექმნა 20 წლის მძღოლმა, რომელიც მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომანქანას პირეას ცენტრში. 

მძღოლი პირველად შუადღის 3 საათზე იროონ პოლიტეხნიუს ქუჩაზე დააფიქსირეს, როცა 78 წლის ქალს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდამ მაღალი სიჩქარით განაგრძო ავტომანქანის მართვა თუმცა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მის საპირისპიროდ მომავალ მანქანას შეეჯახა. ახალგაზრდა არც იქ გაჩერებულა, სვლა განაგრძო ჯერ გაჩერებულ მოტოციკლეტს შეეჯახა, შემდეგ კი მაღაზიის ვიტრინაში შევარდა. შეჯახების შედეგად მაღაზიას დიდი მატერიალური ზიანი მიადგა, თუმცა ახალგაზრდა მძღოლი არც ამ შემთხვევის ადგილზე არ გაჩერებულა. პირეაიკისკენ მიმავალ გზაზე კიდევ 6 გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, თუმცა არც იქ უგრძვნია მძღოლს თავი დამნაშავედ და სვლა შეუჩერებლად განაგრძო.

ავტომანქანა, რომელმაც სრულიად პირეაზე გამოიწვია ქაოსი, ბოლოს მძღოლის სახლთან ახლოს საგზაო პოლიციამ გააჩერა. მძღოლი დააკავეს, ჩაუტარდა ალკოტესტიც, თუმცა ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. შეჯახებების მიზეზი კი ის გახდა, რომ მძღოლმა ავტომანქანის მართვა არ იცოდა. 

დაკავებულის წინააღმდეგ საქმე საფრთხისშემცველი ავტომანქანის მართვისთვის აღიძრა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *