Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

საღამოს საათებიდან დასავლეთ საბერძნეთში ქარების სიმძლავრე იკლებს

საღამოს საათებიდან დასავლეთ საბერძნეთში ქარების სიმძლავრე იკლებს

დღეს საღამოდან ამინდი ხელს შეუწყობს მეხანძრეებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც უკვე დღეებია საბერძნეთში მძვინვარებს.

ქარების სიმძლავრე დღეს საღამოდან იკლებს.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მეტეოროლოგი ანასტასია ტურასკი აცხადებს: “დღეს საღამოს საათებიდან იონიის ზღვის კუნძულებსა და ცენტრალურ საბერძნეთში  ქარის ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდება, ისევე როგორც დასავლეთ საბერძნეთში. ქვეყანაში მშრალი, ძლიერი ჩრდილოეთის ქარები შენარჩუნდება, თუმცა მათი სიმძლავრე 6-7 ბოფორამდე იმერყევებს და ისიც მხოლოდ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.”

მოსალოდნელია ტემპერატურის უმნიშვნელო კლებაც ხუთშაბათიდან, 14 აგვისტოდან.

იპიროზე, მაკედონიასა და კუნძულ კრეტაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. საბერძნეთის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში დაუბერავენ 3-4 ბოფორი სიმძლავრის ქარები. ტემპერატურა საბერძნეთის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში 36-37 გრადუსამდე გაიზრდება, ისევე როგორც იონიის ზღვის კუნძულებზე. ხოლო ეგეოსის ზღვის კუნძულებზე კი 33-35 გრადუსამდე მოიმატებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *