Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ოსკაროსანი მსახიობი აღდგომას საბერძნეთში შეხვდა

ჰოლივუდის ცნობილი და პოპულარული მსახიობი  ტომ ჰენკსი მეუღლესთან, რიტა უილსონთან ერთად საბერძნეთში იმყოფება.

ისინი აღდგომის დღესასწაულს ეკლესიაში შეხვდნენ და  ცერემონიაში მონაწილეობის ამსახველი ფოტოები, ინგლისურ და ბერძნულ ენაზე დატანილი   მისალოცი ტექსტებით  სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

ტომ ჰენკსს და მის მეუღლეს საბერძნეთთან, მის ტრადიციებთან და მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან  განსაკუთრებული დამოკიდებულება აკავშირებთ, ამის დასტურია ბერძნული პასპორტები, რომელიც მათ პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკმა გადასცა 2020 წელს.

მსახიობის მეუღლე რიტა უილსონი არასოდეს ივიწყებს თავის ბერძნულ წარმომავლობას.

წყვილი თითქმის ყოველ ზაფხულს და არამარტო, საბერძნეთის ერთ- ერთ ულამაზეს  კუნძულზე, ანტიპაროზე    ატარებს.

ტომ ჰენკსი, რომელიც ახლა მართლმადიდებლურად არის მონათლული და ბერძნულ მოქალაქეობას ატარებს, ყოველთვის  განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერების გრძნობით  საუბრობს თავის მოგონებებში საბერძნეთთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს  მის განსაკუთრებულ სიყვარულს ქვეყნის მიმართ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *