Latest news
ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ...
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სოციალური პროგრამა ძიძები სამეზობლოდან და ვაუჩერის მოპოვების პირობები

სოციალური პროგრამა ძიძები სამეზობლოდან და ვაუჩერის მოპოვების პირობები

2026 წლის მარტიდან პროგრამა “ძიძები სამეზობლოდან” ამოქმედებას იწყებს. აღნიშნული სოციალური პროგრამის მიზანია დიასახლისები დაუბრუნდნენ პროფესიულ საქმიანობას. იმისთვის რომ ზემოთაღნიშნულის შესაძლებლობა მიეცეთ დიასახლისებს სახელმწიფო გასცემს ვაუჩერებს, რომლებითაც მშობლები ძიძებისთვის ანაზღაურების გადახდას შეძლებენ.

აღნიშნული სოციალური პროგრამა საპილოტე რეჟიმში უკვე 62 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ახლა უკვე მზად არის სრულიად საბერძნეთის მასშტაბით შევიდეს ძალაში.

ვაუჩერის მისაღებად რეგისტრაცია შეუძლიათ დედებს, რომლებსაც ჰყავთ 2 თვიდან 2,5 წლამდე ასაკის ბავშვები და მამებს, რომლებსაც სრული მეურვეობა აქვთ შვილებზე. განმცხადებლების წლიური შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 24 000 ევროს.

ვაუჩერი არის 500 ევროს ღირებულების დედებისთვის, რომლებიც სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ხოლო 300 ევროს ოდენობის თვეში მათთვის, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. დედებისთვის, რომლებიც ამჟამად უმუშევრები არიან და ეძებენ სამსახურს, ასევე 300 ევროს შეადგენს ვაუჩერი, რომელსაც სამი თვის განმავლობაში მიიღებენ მხოლოდ.

სამუშაო საათები ძიძებისთვის განისაზღვრება ოჯახსა და ძიძას შორის შეთანხმებით, რათა მორგებული იყოს თითოეული ოჯახის კონკრეტულ საჭიროებებზე.

თითოეულ ძიძას შეუძლია შეითავსოს 3 ბავშვის მოვლა, რაც ჯამში მის ანაზღაურებას 1500 ევრომდე გაზრდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღება ბებია-ბაბუებსაც შეუძლიათ.

პროგრამაში მონაწილეობის მთავარი წინაპირობაა, რომ მათ ჰქონდეთ ზოგადი განათლების ატესტატი და დაესწრონ ონლაინ სემინარს, რომელიც საჭირო ტრენინგს უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელია ცნობა სასწრაფო დახმარების ცენტრიდან, რომელიც დაადასტურებს, რომ ძიძას შეუძლია პირველადი დახმარება აღმოუჩინოს ბავშვს საჭიროების შემთხვევაში და ჯანმრთელობის ცნობა: ზოგადი ექიმისგან, ფსიქიატრისგან, დერმატოლოგისგან, ნასამართლეობის ცნობა.

პროგრამაზე რეგისტრაცია მარტის თვიდან იქნება შესაძლებელი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *