Latest news
სამოქალაქო დაცვის სისტემა: ცვლილებები, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში გატარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზამთრის განრიგზე სექტემბრის დასაწყისიდან გადავა გაფრთხილება მძღოლებს, რომლებსაც მაღალი სიჩქარე იტაცებთ როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას
სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტაქსიში დაბადებული ახალი სიცოცხლე – დაუვიწყარი შემთხვევა ათენის ცენტრში

ტაქსიში დაბადებული ახალი სიცოცხლე – დაუვიწყარი შემთხვევა ათენის ცენტრში

ტაქსის მძღოლი, რომელსაც ორსული ქალი პატისიიდან სამშობიარო „ალექსანდრას“ კლინიკაში მიჰყავდა, განსაკუთრებული შემთხვევის შემსწრე გახდა.
ქალს სამშობიაროსკენ მიმავალ გზაზე მშობიარობა დაეწყო და ბავშვი ტაქსის უკანა სავარძელზე გააჩინა.

შემთხვევა დაახლოებით დღის 13:30 საათზე მოხდა. ორსულ ქალს თან ახლდნენ მეგობარი, ახალგაზრდა მამაკაცი და პატარა გოგონა. როდესაც ტაქსი პატისიონისა და ალექსანდრას გამზირების კვეთას მიუახლოვდა, მძღოლმა შენიშნა, რომ მშობიარობა უკვე იწყებოდა და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართა დასახმარებლად.

რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და „ΔΙ.ΑΣ.“-ის მოტოციკლეტისტები მივიდნენ, რათა ტაქსისთვის გზა გაეთავისუფლებინათ. თუმცა მათ სამშობიარომდე მისვლა აღარ დასჭირდათ, რადგან ქალმა ბავშვი ტაქსიში გააჩინა.

მძღოლის თქმით, ქალს სიმშვიდე არ დაუკარგავს, ხოლო მისი მეგობარი მშობიარობის დროს ყველანაირად ეხმარებოდა. როდესაც ახალშობილის პირველი ტირილი გაიგონა დიდი შვება იგრძნო, რადგან მიხვდა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო.

დედა და ახალშობილი მალევე „ალექსანდრას“ სამშობიაროში გადაიყვანეს, სადაც მათ საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ორივე თავს კარგად გრძნობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ტაქსის მძღოლმა აღნიშნა, რომ მგზავრობის საფასური არ აუღია. მისი თქმით დედამ არაერთხელ გადაუხადა მადლობა როგორც მას, ისე პოლიციელებს, რომლებიც დახმარებისთვის ადგილზე მივიდნენ.

აღნიშნული ამბავი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ზოგჯერ ყველაზე დაუვიწყარი მოვლენები სრულიად მოულოდნელად ხდება, ხოლო ადამიანების სწრაფი რეაგირება და თანადგომა გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალი სიცოცხლის უსაფრთხოდ დაბადებაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *