Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

უსაფრთხოების ზომების დაცვა ნებისმიერი დღესასწაულის განუყრელ ნაწილად უნდა ვაქციოთ

უსაფრთხოების ზომების დაცვა ნებისმიერი დღესასწაულის განუყრელ ნაწილად უნდა ვაქციოთ

საბერძნეთის ელექტროენერგიის განაწილების ქსელის ორგანიზაცია და საბერძნეთის საგზაო პოლიცია სუფთა ორშაბათთან დაკავშირებული აქტივობების პერიოდში მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს როგორც ფრანების აფრენისას ელექტრო შოკის მიღების თავიდან ასარიდებლად, ასევე ტრადიციული სუფრის შემდეგ სახლში დაბრუნებისას მანქანის ნასვამ მდგომარეობაში თავიდან ასარიდებლად.

ორგაზინაცია გაფრთილებას აქვეყნებს იმ შემთხვევებისთვის, თუ ფრანი ელ.ენერგიის გადამცემ მავთულხლართში გაიჭედა:

  1. ნუ ეცდებით დაქაჩვით, ან სხვა ნივთების გამოყენებით ფრანის მავთულხლართისგან განცალკევებას, აღნიშნული გაფრთხილება ეხება ხის ნივთების გამოყენებასაც
  2. ნუ ეცდებით ელ.ბოძებსა და განათების ბოძებზე ასვლას, ასევე ფრანების გაშვებას ძაბვის ქვეშ მყოფი სადენების მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე.

იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდებათ დახმარება უნდა დაუკავშირდეთ ΔΕΔΔΗΕ-ს ცხელ ხაზსს 800 400 4000 ან ითხოვოთ დახმარება ონლაინ აპლიკაციის: MyDEDDIEApp ან ვებგვერდის www.deddie.gr-ის გამოყენებით.

ხოლო საბერძნეთის საგზაო პოლიცია კი როგორც უკვე აღვნიშნეთ მოსახლეობას მოუწოდებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან თავის შეკავებას. 

განცხადების მთავარი მესიჯი ალკოტესტის გაკეთებისას ტესტის აპარატში “ჩაბერვას” უკავშირდება და ქარის სიმლავრესთან არის გაიგივებული. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს რომ მათი ფილტვებიდან ამომავალი ჰაერი უნდა იყოს სუფთა, ისეთივე სუფთა, როგორიც ქარია, რომელიც სუფთა ორშაბათს დაუბერავს და ფრანებს ცაში აფრენაში დაეხმარება.

“ფრანის აფრენას სჭირდება ქარი და არა ალკოჰოლი.” – აცხადებს საბერძნეთის საგზაო პოლიცია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *