Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ყავთ თუ არა მართლმადიდებლურ ეკლესიებს წმინდა ვალენტინი – ვინ არიან აკვილა და პრისკილა 

ყავთ თუ არა მართლმადიდებლურ ეკლესიებს წმინდა ვალენტინი – ვინ არიან აკვილა და პრისკილა 

14 თებერვალი შეყვარებულთა საერთაშორისო დღეა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობდა ჩამოშორებოდა წმინდა ვალენტინის დღესასწაულს. 

წმინდა იაკინთეს გარდა, რომელსაც ბევრი სიყვარულისა და რომანტიკის მფარველ წმინდანად მიიჩნევს, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ასევე არსებობს მოციქულთა წყვილი, აკვილა და პრისკილა, რომელთა ხსოვნის დღეც 13 თებერვალს აღინიშნება.

პრისკილასა და აკვილას შესახებ ახალი აღთქმა მოგვითხრობს.

საუბარია პირველი საუკუნის ქრისტიან მისიონერებზე, რომლებიც შეუღლდნენ.

თანამედროვე ქრისტიანული შეხედულებისგან განსხვავებით, რომ ადრეული ქრისტიანული ტრადიციით ქალები არ ასწავლიდნენ კაცებს, აშკარაა, რომ პრისკილა, აკვილასთან ერთად, ასწავლიდა აპოლოსს, ადრეული ქრისტიანული პერიოდის მქადაგებელს. აკვილა, ტრადიციის თანახმად, ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეს შორის მოიხსენიება. პრისკილა და აკვილა ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ და მოგზაურობდნენ პავლე მოციქულთან ერთად, რომელიც მათ თავის თანაშემწეებად მოიხსენიებს: „კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკჳლას, თანა-შემწეთა ჩემთა, ქრისტეს იესუჲს მიერ“ (რომ. 16:3).

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *