Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

მატარებლის წაქცეულ ხეებთან შეჯახების შემდეგ აფიდნეს-ხალკიდას მიმართულებით მგზავრებს ავტობუსები გადაიყვანენ

მატარებლის წაქცეულ ხეებთან შეჯახების შემდეგ აფიდნეს-ხალკიდას მიმართულებით მგზავრებს ავტობუსები გადაიყვანენ

თვალუწვდენელი რიგებია სადგურებზე მატარებლების მარშრუტის შეცვლის შემდეგ, რომელიც სფენდალი-აფიდნონის სადგურებს შორის მატარებლის წაქცეულ ხეებთან შეჯახებამ გამოიწვია.

უამინდობის გამო წაქცეულმა ხეებმა ლიანდაგებს დიდი მატერიალური ზიანი მიაყენეს, რის გამოც მატარებელმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და მოუწია შუა გზაზე გაჩერება.

მგზავრებს აფიდნეს-ხალკიდის მიმართულებით ავტობუსები გადაიყვანენ. ავტობუსები შეცვლიან მატარებლებს ასევე ათენი-სალონიკის მიმართულებითაც მანამ, სანამ სრულად არ მოხდება სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა.

საბედნიეროდ აღნიშნულ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *