Latest news
23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება ევროპელი პროკურორების ასოციაცია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს ბერძენ კოლეგენს ΟΠΕΚΕΠΕ-ის საქმის მს...
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ყველაფერი, რაც ახალ პირადობის მოწმობაზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც ახალ პირადობის მოწმობაზე უნდა ვიცოდეთ

ძველი პირადობების ახალ პირადობის მოწმობებით ჩანაცვლება სრული დატვირთვით მიმდინარეობს, რაც რადიკალურად შეცვლის მოქალაქეების იდენტიფიკაციის წესებს.

ახალი პირადობის მოწმობის ტიპი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რომელშიც ინტეგრირებულია ელექტრონული მიკროჩიპი და ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა ციფრული ფოტოსურათი და ხელმოწერა.

მათი მოხმარებაში ჩაშვების მთავარი მიზანია აღმოიფხვრას პირადობის მოწმობების გაყალბების შემთხვევები და გამარტივდეს სახელმწიფო ტრანზაქციები. 

ძველი პირადობის მოწმობები მოქმედებას 2026 წლის 3 აგვისტოდან შეწყვეტენ. 

ახალი პირადობის მოწმობის ასაღებად ვიზიტის ჩასანიშნად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ პლატფორმას: gov.gr

იმისთვის, რომ ახალი პირადობის მოწმობის მისაღებად ვიზიტი ჩანიშნოთ საჭიროა:

  • განცხადების გასაკეთებლად ჩანიშნოს ვიზიტი იმ პოლიციის შენობაში, რომელიც საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მის საცხოვრებელ უბანს ეკუთვნის.
  • იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრში მოქალაქეს მონაცემები არ აქვს გატარებული, აუცილებელია ჯერ გაატაროს და შემდეგ შეავსოს განაცხადი.
  • ელექტრონულად განცხადების ატვირთვის შემდეგ მოქალაქე იღებს შეტყობინებას email-ზე.
  • ვიზიტის დღის შეცვლა, გაუქმება ან თავიდან დარეგისტრირება შესაძლებელია ვიზიტის დღემდე არაუგვიანეს ვიზიტამდე 1 საათით ადრე.
  • ვიზიტის დღემდე მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება, რათა არ დაავიწყდეს ჩანიშნული დღე, საათი და ადგილი. 

იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაკარგავს პირადობის მოწმობას აუცილებელია გამცემ ორგანოს სატელეფონო ზარის მეშვეობით შეატყობინოს დაკარგვის ან ქურდობის ფაქტის შესახებ და მოითხოვოს ახალი ვიზიტის ჩანიშვნა პირადობის მოწმობის ხელმეორედ გასაცემად.

პირადობის მოწმობის გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია:

  • 1 ფოტოსურათი. ფოტოსურათი გადაღება შესაძლებელია ადგილზევე, ან ფოტოსტუდიაში. ფოტოგრაფი ფოტოსურათს ტვირთავს gov.gr-ის განყოფილება myPhoto-ზე, ფოტოსურთს ანიჭებს კოდს, რომელსაც მოქალაქე უკავშირებს მის ΑΦΜ-ს და სწორედ ასე პოულობს პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო საჭირო ფოტოსურათს.
  • განცხადება – υπεύθυνη δήλωση. რომელიც ივსება გამცემ ორგანოში და რომელშიც მონაცემები გადადის საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ინფორმაციიდან. აღნიშნულ განცხადებას მოქალაქე აწერს ხელს.
  • პირადობის მოწმობის გაცემის განაცხადი. რომელსაც ავსებს გამცემი ორგანოს თანამშრომელი, რომელზეც ხელის მოწერა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ასევე ადგილზე. 
  • ელექტრონული სახელმწიფო მოსაკრებელი 10 ევროს ღირებულების, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 5 ევროს ღირებულების. ხოლო გამცემი ორგანოს ხარჯებისთვის 0,50 ცენტის ღირებულების. 
  • აუცილებელია ახალი პირადობის მოწმების გაცემისას მოქალაქემ გამცემ ორგანოს გადასცეს ძველი პირადობის მოწმობა.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *