Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
მსოფლიო

ძლიერი სიცხე წვავს საბერძნეთს და სამხრეთ ევროპას-საბერძნეთი ემზადება 44°C ტემპერატურისთვის

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ საბერძნეთში კვირის ბოლოს ტემპერატურა 44°C-ს მიაღწევს, რადგან სამხრეთ ევროპას უპრეცედენტო სიცხე დაატყდა თავს.

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სიცხის ძლიერი ტალღა ხუთშაბათს მოუხლოვდება ქვეყანას და კულმინაციას კვირას მიაღწევს.

პროგნოზში ნათქვამია, რომ ხუთშაბათს კონტინენტურ საბერძნეთში ტემპერატურა 42°C-ს მიაღწევს, ზოგან 43°C-ს, ხოლო აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე და დოდეკანისზე ტემპერატურა 39°C-მდე მოიმატებს.

პარასკევიდან კვირამდე ტემპერატურის შემდგომი მატებაა მოსალოდნელი. მაქსიმალური მნიშვნელობები მიაღწევს 43°C-ს მატერიკზე და 44°C-ს თესალიისა და ცენტრალური საბერძნეთის შიდა რაიონებში. კუნძულების მაქსიმალური ტემპერატურა 41 გრადუსია.

სიცხე შემცირდება ორშაბათიდან, როდესაც ტემპერატურა 5 გრადუსით დაიკლებს, ყველაზე დიდი ვარდნა კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია მოსალოდნელი.

სამხრეთ ევროპის სხვა ნაწილებში ტემპერატურა რეკორდულია. უახლოეს დღეებში იტალიის ზოგიერთ ნაწილში  ტემპერატურამ შეიძლება 48°C მიაღწიოს, რაც იწვევს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის გაზრდის შიშებს.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, იტალიის კუნძულებზე, სარდინიაზე და სიცილიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 48°C-ზე ავა, რაც პოტენციურად მიაღწევს „ყველაზე ცხელ ტემპერატურას, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა ევროპაში“.

რომი, ბოლონია და ფლორენცია იტალიის 10 ქალაქს შორისაა, რომლებიც ამჟამად წითელი განგაშის ქვეშ იმყოფება. ექსტრემალური სიცხის გამო ხალხს ურჩევენ, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს ამ ადგილებში დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

სამშაბათს იტალიის დედაქალაქში ტემპერატურამ შესაძლოა 42°C-ს გადააჭარბოს და 2007 წლის ზაფხულში დამყარებული წინა რეკორდი- 40.5°C-ს მოხსნას.

ექსტრემალური ტემპერატურა, რომელმაც ამ კვირში თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა, არის ახალი ნორმა მსოფლიოში კლიმატის ცვლილების გამო, ამბობს გაეროს ამინდის სააგენტო.

მსოფლიო მეტეოროლოგიური  ორგანიზაცია ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ევროპაში სიცხე შესაძლოა აგვისტომდეც გაგრძელდეს.

მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში იმყოფება სიცხის შესახებ რეკომენდაციების ქვეშ, რადგან ოფიციალური პირები აფრთხილებენ სიცოცხლისთვის საშიში მაღალი ტემპერატურის გამო.

ევროპასა და შეერთებულ შტატებში ღამე არ მოიტანს ფართო შვებას, რადგან ტემპერატურა 30C-ზე მაღალი რჩება ისეთ ადგილებში, როგორიცაა არიზონა ან სამხრეთ ესპანეთი.

ორშაბათს მსოფლიოს დიდმა ნაწილმა პირადად იხილა, როგორია ცხოვრება ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში:

სიკვდილის ხეობაში, კალიფორნიაში კვირას ტემპერატურამ 53.9C მიაღწია.

ჩინეთმა დროებით დაამყარა რეკორდი ყველა დროის ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე კვირას, როდესაც დაფიქსირდა 52.2C მის დასავლეთ რეგიონში.

მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება ახანგრძლივებს, აძლიერებს და ახშირებს სიცხეს.

”ექსტრემალური ამინდი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგიასა და წყალმომარაგებაზე,” – თქვა მსოფლიო მეტეროლოგიური ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა პეტერი ტაალასმა.

”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ საზოგადოებას მოერგოს იმას, რაც, სამწუხაროდ, ახალ ნორმად იქცევა,” – დასძინა მან.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *