Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ძლიერი წვიმების გამო ათენის სანაპირო ზოლი სრულიად დაიტბორა

ძლიერი წვიმების გამო ათენის სანაპირო ზოლი სრულიად დაიტბორა

ანალიტიკური ქიმიის პროფესორმა ნიკოს თომაიდისმა ისაუბრა ძიერი წვიმის შედეგად დატბორილი სანაპირო ზოლის გავლენაზე ადგილობრივ მოსახლეობაზე და მათზე, ვინც წვიმაში ავტომანქანებით მოყვნენ.

გამომდინარე იქიდან რომ წყალს კანალიზაციიდან ამოსული ნივთიერებები შეერია ეჭვქვეშ დგება იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც იმ მომენტში პოსიდონოს გამზირზე გადაადგილდებოდა. 

ქიმიკოსმა ტელემაუწყებელ ΕΡΤ-თან საუბრისას განაცხადა: “ურბანული კანალიზაცია იმ მომწამვლავი ქიმიკატების გარდა, რომლებსაც დროდადრო განვიხილავთ შეიცავს პათოგენებსაც, რომლებსაც ინფექციური დაავადების გამოწვევა შეუძლიათ. საუბარი გვაქვს არამხოლოდ კორონა ვირუსზე ან გრიპზე, არამედ აქტიური პათოგენების კოქტეილზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლიათ ადამიანებისთვის. აუცილებელია მუდმივად შემოწმდეს წყლის ხარისხი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეჭვქვეშ დადგეს ზღვის წყლის უსაფრთხოების საკითხი. იმ ადამიანებმა, ვინც დატბორვის პროცესში გარეთ იმყოფებოდნენ, აუცილებლად უნდა დაიბანონ ტანი და ფეხები, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნებისმიერი ინფექციის გავრცელება.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *