Latest news
იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება
შაბათი, მაისი 2, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ხალკიდიკი: დღეს ლუნა პარკში გარდაცვლილ 19 წლის ბიჭის საქმესთან დაკავშირებით 3 პირი დაიკითხება

ხალკიდიკი: დღეს ლუნა პარკში გარდაცვლილ 19 წლის ბიჭის საქმესთან დაკავშირებით 3 პირი დაიკითხება

ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევს ხალკიდიკში, ლუნა პარკში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბიჭის საქმესთან დაკავშირებით 3 პირს, რომლებიც, გამოძიების ვარაუდით, პირდაპირ კავშირში არიან მომხდარ უბედურ შემთხვევასთან.

საუბარია ლუნა პარკის მფლობელზე, საბედისწერო ატრაქციონზე პასუხისმგებელ პირზე და მექანიკოსზე. პირველი ორი ახსნა-განმარტებას დღეს, ორშაბათს მისცემენ. ხოლო მექანიკოსთან შეხვედრა  კი ოთხშაბათს, 2 ოქრომბერს არის ჩანიშნული.

აღნიშნული პირები დაიკითხებიან ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, რომელიც ლუნა პარკში არსებული ატრაქციონების და კერძოდ იმ საბედისწერო ატრაქციონის შემოწმებისას შედგა, რომელმაც 19 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ საბედისწერო ატრაქციონი იყო თვითნაკეთი, მეორადი ნაწილებისგან აწყობილი, რომელიც უსაფრთხოების არცერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა.

ახსნა-გამარტების მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ საქმის მასალები გადაეგზავნება ხალკიდიკის პირველი ინსტანციის პროკურორს, ბრალდების მხარეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *