Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე ეგეოსის ზღვაში

კიდევ ერთი დაკარგული სიცოცხლე ეგეოსის ზღვაში

გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო მეგობრებთან ერთად საბანაოდ წასულმა 38 წლის მოტოციკლეტისტმა წყალში გონება დაკარგა და დაიხრჩო.

მაშინ როცა მეგობრებმა ლამბის უმოძრაო მდგომარეობაში მოტივტივე სხეული შენიშნეს წყალში მაშველებს უხმეს დასახმარებლად. დაუყოვნებლივ შევიდნენ წყალში როგორც მაშველები, ასევე ექთანიც, რომელიც იმ დროს სანაპიროზე იმყოფებოდა, მაგრამ 1 საათიანი მცდელობისდა მიუხედავად ახალგაზრდას გონს მოყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა.

მეგობრებმა არამხოლოდ მაშველებს, არამედ სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც უხმეს დასახმარებლად, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო. 

გარდაცვლილი 38 წლის მოტოციკლეტისტია არიდეადან, რომელმაც მაყურებელს თავი მოტოციკლეტებით დაყვიწყარი მოგზაურობების სოც.მედიაში გაზიარებით დაამახსოვრა და შეაყვარა. 

დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან  Greek Adventure Riders-ის გუნდის წევრები მეგობარს: “საათობით შემიძლია ვწერო მასზე და მოვყვე თუ რა არ გადაგვიტანია ერთად. თავგადასავლებით, ნერვიულობით თუ ბედნიერი მომენტებით სავსე მოგზაურობები. ველოდებოდი, რომ კიდევ დიდხანს შევძლებდით ერთად მსგავსი გამოცდილებების გაზიარებას, მაგრამ ვერ მოვასწარით. ძალიან ადრე დაგვტოვა. ამიერიდან მოგზაურობისას გვერდით არ გვეყოლები, მაგრამ ჩვენს გულებში აუცილებლად იქნები.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *