Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთი

ხანძარი ფილიში: კლისტონის მონასტრიდან ექვსი ადამიანის ევაკუაციისთვის ვერტმფრენის დახმარება გახდა საჭირო

დღეს, შუადღისას, ფილის კლისტონის მონასტერში ჩარჩენილი 50 ადამიანიდან ექვსი მათგანის ევაკუაციისთვის ვერტმფრენის დახმარება გახდა საჭირო ხანძრის მიახლოებისას შემთხვევის ადგილიდან მათ გასაყვანად.

კერძოდ, საჰაერო ძალების სუპერ პუმამ იხსნა მონაზვნები და მომლოცველები, მათ შორის სამი ბავშვი.

ამავდროულად, პოლიციისა და მეხანძრეების უდიდესი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დაერწმუნებინათ მონაზვნები დაეტოვებინათ მონასტერი და მათი ევაკუაცია  სტიქიის რაიონიდან უსაფრთხოდ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ფილიში დღეს, შუადღიდან გაჩენილი ხანძარი კვლავ  უკონტროლოა.

ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლაში ჩაება 164 მეხანძრე, ქვეითთა დანაყოფის 3 ჯგუფი, 28 წყლის ტანკერი, ხოლო 9 თვითმფრინავი და ათი ვერტმფრენი ასევე რიგრიგობით ახორციელებს წყლის დასხმას ჰაერიდან.

16:00 საათამდე ხანძრის ფრონტი გაიზარდა, 112-მა კი ახალი შეტყობინება გაგზავნა პანორამის ტერიტორიის ევაკუაციის შესახებ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *