Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება.

ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

2016 წლის დედამიწის დღეზე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის და სხვა 120 ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის მქონე „პარიზის შეთანხმებას“, რის შედეგადაც უნდა ამოქმედდეს ისტორიული კლიმატის დაცვის შეთანხმება, რომელიც 2015 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერცენციის მონაწილე 195 სახელმწიფომ დადო პარიზში.

1969 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ იუნესკოს კონფერენციაზე, მშვიდობის აქტივისტმა ჯონ მაკკონელმა წამოაყენა აზრი შექმნილიყო დედამიწის და მშვიდობის ცნების პატივსაცემი დღე და ის პირველად აღნიშნულიყო 1970 წლის 21 მარტს, გაზაფხულის პირველ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.  მოგვიანებით მაკკონელმა ამ დღის შესახებ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერა გაეროს გენერალურმა მდივანმა უტანმა. ერთი თვის შემდეგ შეერთებული შტატების სენატორმა გეილორდ ნელსონმა გარემოზე სამსჯელოდ დააფუძნა ცალკე დედამიწის დღე, რომელიც პირველად 1970 წლის 22 აპრილს გაიმართა. ნელსონმა მისი სამსახურისთვის მოგვიანებით თავისუფლების საპრეზიდენტო მოდელი მიიღო. 22 აპრილის დედამიწის დღე კონცენტრირებული იყო შეერთებულ შტატებზე, თუმცა დენის ჰეიესმა, რომელიც 1970 წელს თავდაპირველი საყოველთაო ორგანიზების კოორდინატორი იყო, შექმნა ორგანიზაცია, რომელმაც ამ დღეს საერთაშორისო სახე მისცა და 141 ქვეყანაში გაუკეთა ორგანიზება. მრავალი გაერთიანება დედამიწის კვირას აღნიშნავს, ერთ კვირიანი აქტივობები, რომელიც გარემოს იმ პრობლემებს ეხება, რის წინაშეც მსოფლიო დგას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *