Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს

ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს

ირაკლიოში გაუჩინარებული ელევთერია იაკუმაკის ცხედარი საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა მანქანა აღია ვარვარას რეგიონში დააფიქსირეს. ქალს თავის არეში აქვს მიყენებული ტრავმა ცეცხლსასროლი იარაღით. აღსანიშნავია, რომ პოლიციას იარაღი არ უპოვია, რაც გამორიცხავს თვითმკვლელობის შესაძლებლობას.

43 წლის ქალის ცხედარი გადაიტანეს ექსპერტიზაზე.

შეგახსენებთ, რომ გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში ელევთერია იაკუმაკის მობილურმა ტელეფონმა მის შვილებს, რომლებიც მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, ავტომატური შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: „მოგვიანებით დაგირეკავთ“. აღნიშნული შეტყობინება იგზავნება მაშინ, როდესაც ტელეფონის მფლობელი შემომავალ ზარს თიშავს.

გარდაცვლილი იპოვეს ელევთერიას ყოფილი პარტნიორიც, რომელიც პანაგია კარდიოტისას ტაძრის ეზოს კლდიდან გადახდა და თავი მოიკლა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *