Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობა მედიცინაში

ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობა მედიცინაში

თესალიის უნივერსიტეტის პროფესორი, გეორგიოს კ. საკასი, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო განმარტავს, რომ ეს მიმართულება არ წარმოადგენს ალტერნატიულ, „კვანტურ“, „ენერგეტიკულ“ ან შამანურ მედიცინას. იგი ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ცვლის მედიკამენტურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული “მედიცინა” ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელობის ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილი, სტრესის მართვა, სექსუალური ჯანმრთელობა, მავნე ნივთიერებებისა და ქცევების თავიდან აცილება, სოციალური ურთიერთობები და გარემოს გავლენა ჯანმრთელობაზე. მისი მთავარი მიზანია დაავადებების პრევენცია, ქრონიკული დაავადებების უკეთ მართვა და, შესაბამისი სამეცნიერო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მათი პროგრესირების შენელება ან სიმპტომების შემცირება.

პროფესორის განცხადებით, ცხოვრების წესის ფაქტორების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ქრონიკული, არაგადამდები დაავადებების ფონზე. მოწევა, ფიზიკური უმოქმედობა, არაჯანსაღი კვება და ალკოჰოლის მავნე მოხმარება მნიშვნელოვან, შეცვლად რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს.

აღნიშნული მიმართულებით საბერძნეთში, თესალიის უნივერსიტეტში, ფუნქციონირებს ჯანსაღი ცხოვრების წესის “მედიცინის” პირველი ინგლისურენოვანი ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ასევე განხორციელდა სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა, რომელიც 330 ექიმმა გაიარა.

საკასი ხაზს უსვამს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის “მედიცინის” გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო მტკიცებულებებს, პაციენტის უსაფრთხოებას, პროფესიულ ეთიკას და მკაფიო განსხვავებას მეცნიერებასა და ფსევდომეცნიერებას შორის. მისი თქმით, პრევენციის გაძლიერება და მისი პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირება ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *