Latest news
88 წლის მორბენალი: ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ვუძღვნი მარათონის შედეგებს პატრას უნივერსიტეტში 400-მა ჩარიცხულმა სტუდენტმა რეგისტრაცია არ გაიარა საბერძნეთი: როდის გადავწევთ საათს ზამთრის დროზე AUTO ATHINA 2026: საბერძეთი ყველაზე მასშტაბური ავტომანქანების გამოფენას მართავს ანნა ვისის კონცერტის მსმენელებს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში ემსახურებოდა ვინ არიან ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც პლაკაზე მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა 26 სექტემბერს ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ანნა ვისის გრანდიოზული კონცერტი გაიმართა  ნავპლიო: პალამიდის ციხესიმაგრიდან ხანდაზმული ტურისტის ჩამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა... მაზონაკისის გარდაცვალების დღეს ექიმებმა დეფიბრილატორთან დაკავშირებით ზარი განახორციელეს იოანნის კაპოდისტრიას მკვლელობიდან 195 წელი გავიდა
სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

აგიტის მღვიმე – დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო

აგიტის მღვიმე – დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო

საბერძნეთში, კერძოდ დრამაში მდებარე აგიტის მღვიმე, რომელსაც მაარას მღვიმესაც უწოდებენ, მხოლოდ უნიკალური გეოლოგიური და არქეოლოგიური ძეგლი არ არის. მას იშვიათი მიწისქვეშა ეკოსისტემა აქვს, სადაც ორგანიზმები თითქმის სრულ სიბნელეში ცხოვრობენ.

2025 წლის ოქტომბრიდან მღვიმე ჩართულია პროგრამაში „ბიომრავალფეროვნება არქეოლოგიურ ადგილებში II“ (BIAS II). ბოლო კვლევების შედეგად მღვიმეში მინიმუმ 24 სახეობა გამოვლინდა, მათ შორის სამი ენდემური სახეობა, რომლებიც მხოლოდ ამ რეგიონში გვხვდება.

მღვიმეში არსებული მიწისქვეშა მდინარე სათავეს ქვემო ნევროკოპის აუზის წყლებიდან იღებს, მთას კვეთს და შემდეგ ისევ ზედაპირზე გამოდის. მისი წყლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი ეკოსისტემის შენარჩუნებაში.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს მათ შორის ბრმა, დაახლოებით 5 მილიმეტრის სიგრძის ენდემური ამფიპოდი, რომელიც პატარა კრევეტს ჰგავს. ასევე განსაკუთრებულია ქვის კიბო (Austropotamobius torrentium), რომელიც ზედაპირზე მუქი ყავისფერია, ხოლო მღვიმეში მომწვანო-მოლურჯო შეფერილობას იღებს.

ექსპერტების შეფასებით, ეს პატარა ორგანიზმები მღვიმის ეკოსისტემის მდგომარეობის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. კვლევა გრძელდება, რადგან მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა სამყაროში ჯერ კიდევ ბევრი შეუსწავლელი სახეობაა.

აგიტის მღვიმე Natura 2000-ის დაცული ტერიტორიის ნაწილია და ხაზს უსვამენ მისი ეკოსისტემის შემდგომი შესწავლისა და დაცვის მნიშვნელობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *