Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს

ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს

აეროპორტის ბაზებზე წვდომის მაღალი საფასური ხელს უშლის ავიაკომპანიებისა და ტურიზმის განვითარებას, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების დამატებას. 

Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა აღნიშნული განცხადება გუშინდელი პრესკონფერენციის ბოლოს გააკეთა, რომელზეც ასევე განაცხადა, რომ ზამთრის სეზონისთვის ავიაკომპანია საბერძნეთის ბაზიდან გასვლას გეგმავს. გადაწყვეტილების მიზეზად კი აეროპორტში ბაზის შესანარჩუნებელ ფასებს ასახელებს. 

მაკგინესმა განაცხადა, რომ Fraport Greece-ს მონოპოლია აქვს სალონიკის აეროპორტში.

ავიაკომპანიამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ 3 ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა 2027 წლის ზაფხულის გეგმა საბერძნეთის სახელმწიფოსთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. 

აღიშნულ გადაწყვეტილებას 2 ძირითადი მიზეზი აქვს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული საომარი ვითარებიდან გამომდინარე მომატებული საწვავის ფასები და თავად საბერძნეთი, რომელიც ზამთრის სეზონზე ნაკლებად პოპულიარული მიმართულებაა. 

Ryanair-ის განცხადებას გუშინვე უპასუხა Fraport Greece-მა. განცხადებაში ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს: “საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ დაწესებული საჰაერო ნავიგაციის გადასახადებთან და აეროპორტის განვითარების მოსაკრებელთან დაკავშირებით ნებისმიერი პრეტენზია სრულიად უსაფუძვლოა და ენსახურება ფარული მიზნების განხორციელებას.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *