Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა – შეჯახების შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა

ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა – შეჯახების შედეგად მძღოლი მძიმედ დაშავდა

დღეს დილით, 22 მაისს, კატეხაკისა და კანელოპულუს კვეთაზე, ილიუპოლის მიმართულებით მიმავალი ავტომანქანის მძღოლმა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და განათების ბოძს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად მძღოლი დაშავდა, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უკვე გადაიყვანა საავადმყოფოში საჭირო გამოკვლევების ჩასატარებლად და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. 

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ განათების ბოძი გადაიხარა, ხოლო ავტომანქანის ნაწილები ამ დრომდე გზაზეა მიმოფანტული. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადაკეტილია კარეასკენ მიმავალი გზა, რათა სრულფასოვნად მოხდეს გზის გაწმენდა დაღვრილი ზეთისა და ავტომანქანების ნაწილებისგან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *