Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტომანქანა ინტერნეტ კაფის ოფისში შევარდა

ავტომანქანა ინტერნეტ კაფის ოფისში შევარდა

პოლიციამ 17 წლის ბიჭი დააკავა ავტომანქანის სახიფათო მართვისა და კერძო საკუთრებისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ბრალდებით.

საგზაო პოლიციამ შაბათს, ღამის 22:20 საათზე ვულიაღმენის გამზირისა და პრიამუს ქუჩის კვეთაზე შენიშნა მოპარული ავტომანქანა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული.

ავტომანქანით 2 პირი გადაადგილდებოდა. პოლიციამ მძღოლს შესამოწმებლად გაჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა მძღოლი განკარგულებას არ დაემორჩილა, სიჩქარეს უმატა და მიმალვა სცადა. 

გაქცევის მცდელობაში იოანნუ მეტაქსას ქუჩაზე მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ჯერ გაჩერებულ მოტოციკლეტებს შეეჯახა, შემდეგ კი ინტერნეტ კაფეში შევარდა. 

შეჯახების შემდეგ მძღოლმა და მგზავრმა გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციელებმა მათი შეჩერება შეძლეს და მძღოლი დააკავეს. 

დაკავებულის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ქურდობისთვის, დაუმორჩილებლობისთვის, ავტომანქანის სახიფათო მართვისთვის და კერძო საკუთრებისთვის ზიანის მიყენებისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *