Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთისამართალი

ავტომანქანებს სანომრე ნიშნებს აღარ დახსნიან

ავტომანქანებს სანომრე ნიშნებს აღარ დახსნიან

ურბანულ ცენტრებში სიჩქარის დაბალი ლიმიტების დანერგვა, ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მაღალი ჯარიმები და დრონების გამოყენებით ცენტრალური გამზირებზე მუდმივი მეთვალყურეობა არის საბერძნეთის ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსის ძირითადი მახასიათებელი. კერძოდ კი სიჩქარის ახალი ზღვარი ქალაქის ქუჩებში გადასაადგილებლად იქნება 30 კმ/სთ ხოლო სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე კი 20კმ/სთ. შეგახსენებთ რომ ძველი ზღვარი 50 კმ/სთ იყო.

ამ რეგულაციების მიზანია საგზაო შემთხვევების მაქსიმალურად შემცირება და ხელოვნური ინტელექტისა და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა კანონმდებლობაში საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. 

ახალი რეგულაციების თანახმად საგზაო-სატრანსპორტო დარღვევები დაფიქსირდება სმს-ებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით, რის შედეგადაც შეუძლებელი იქნება დარღვევის სისტემიდან წაშლა, რაც აქამდე ხშირად ხდებოდა და შესაბამისად ჯარიმის გადახდისგან თავის არიდებაც. 

პოლიციის თანამშრომლები გამოიყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს ამ პლატფორმაზე დარღვევების დასაფიქსირებლად. ხოლო მაშინ, როცა დარღვევების რაოდენობა 25 ქულას მიაღწევს, მძღოლებს ავტომატურად ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა. 

რაღათქმაუნდა ავტომანქანის მძღოლებს ენებათ საშუალება გაასაჩივრონ პატრულის მიერი გამოწერილი ჯარიმა შესაბამის უწყებაში და იმ შემთხვევაში თუ მათი საჩივარი დაკმაყოფილდება დარღვევა ამოიშლება სისტემიდან. 

ამ რეგულაციის მთავარი სიახლე ის არის, რომ ჯარიმები დაწესდება მძღოლებზე და არა ავტომანქანებზე. რაც თავისთავად აუქმებს ავტომანქანიდან სანომრე ნიშნების მოხსნის აუცილებლობას. შესაბამისად გარკვეული ოდენობის დარღვევების შედეგად ჩამოერთმევა მართვის მოწმობა ავტომობილის მძღოლს, თუმცა მისი ოჯახის წევრები თავისუფლად შეძლებენ აღნიშნული ავტომანქანით გადაადგილებას. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *