Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
ჯანმრთელობასაბერძნეთი

ავტორუჯის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ავტორუჯის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ზაფხული მოდის და ყველას, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს ვინც ზღვისპირა ქალაქებში არ ცხოვრობენ, უნდათ მზეს მიეფიცხონ, ლამაზი რუჯის მისაღებად. თუმცა რამდენად უსაფრთხოა მზის სხივები ჩვენი კანისთვის? არსებობს თუ არა უსაფრთხო ალტერნატივა და შეგვიძლია თუ არა გამოვიყენოთ ავტორუჯი მუდმივად? ამ თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიაში და სქესობრივად გადამდები ინფექციების ევროპის ბიუროში (IUSTI) საქართველოს წარმომადგენელი, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტი, სოსო კობახიძე გვესაუბრება:

– ავტორუჯის გამოყენება ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე სოლარიუმი, ან მზის სხივების კანზე პირდაპირი ზემოქმედება. ზოგადად, ჯანსაღი რუჯი არ არსებობს. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, კანს დამცველობითი რეაქცია უჩნდება და მუქდება. მაგრამ, სხვადასხვა საშუალებას შორის, ყველაზე ნაკლებად მავნე სწორედ ავტორუჯია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გარკვეული საფრთხეები უნდა გავითვალისწინოთ.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი პროდუქცია შევიძინოთ. პროდუქციის ხარისხს ფასი არ განსაზღვრავს. შეიძლება, ძალიან ძვირი ღირდეს და ცნობილი ბრენდის მიერ იყოს წარმოებული, მაგრამ მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს და არც ეფექტური იყოს. ასევე, პირველ ეტაპზე მაინც, ჯობს, ეს პროფესიონალმა გააკეთოს, რადგანაც ერთიანი ფერის მისაღებად, სხეულის სხვადასხვა მიდამოში დატანილი კრემის სისქე სხვადასხვანაირი უნდა იყოს. როდესაც ავტორუჯს მთელ სხეულზე ერთნაირი სისქით ვისვამთ, შესაძლოა სხვადასხვა ფერი მივიღოთ და უკმაყოფილოები დავრჩეთ.

მეორე მხრივ, ავტორუჯი, რომელიც სპრეის სახითაა წარმოდგენილი, შესაძლოა სასუნთქ გზებში მოხვდეს და პრობლემა გახდეს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ასთმური მოვლენები, ბრონქების დაზიანება აწუხებთ. ამიტომაც, ამ შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის გავლა კარგი იქნებოდა.

ზეთებისა და კრემების სახით წარმოდგენილი ავტორუჯების დატანა კანის დაზიანებულ უბნებზე არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პროცესი გაამწვავოთ. ასევე, ავტორუჯი არ უნდა გამოიყენოთ თვალების სიახლოვეს, ლორწოვანზე, მაგალითად, ტუჩებზე.

ბევრ ადამიანს აკნე, გამონაყარი აწუხებს. თუკი ამ დროს ავტორუჯს გამოვიყენებთ, შესაძლოა, აკნეს გამწვავება გამოვიწვიოთ. ამიტომ, როგორც აღვნიშნე, მსგავს შემთხვევებში, ჯობს, კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ და პირველ ეტაპზე მაინც, ვიდრე თავად კარგად შეძლებთ ტექნიკის შესწავლას, სალონში, გამოცდილმა ადამიანმა გაგიკეთოთ.გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტორუჯი ეფექტს რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს და მერე ისევ გვიწევს გამოყენება. მაგრამ, რა საკვირველია, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი, რასაც ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს, მას არ ახასიათებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *