Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ავტოსაგზაო შემთხვევას ელევსინაში 31 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ელევსინაში 31 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

პარასკევს გამთენიისას ელევსინაში ავტოსაგზაო შემთხვევამ 31 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო მანქანაში მყოფი 25 წლის მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

EΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა გამთენიის 01:30 საათზე, კანელოპულუსა და მურიკის ქუჩების კვეთაზე მოხდა, ელევსინას სანაპიროსთან ახლოს. ავტომანქანა, რომელსაც 31 წლის მძღოლი მართავდა, გამოძებისთვის ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზის გამო, გზიდან გადავიდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა და ამოყირავდა. 

ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა. 31 წლის მძღოლის გადაყვანა თრიასიოს საავადმყოფოში მაშინვე მოხერხდა, თუმცა მან სული პალატაში მალევე დალია. 25 წლის თანამგზავრი კი მანქანაში იყო გამომწყვდეული და მისი გამოყვანა მხოლოდ სამაშველო ძალებმა შეძლეს. ის ძანიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს საჭირო სამედიცინო დახმარების გასაწევად. 

მიმდინარეობს გამოძიება უბედური შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *