Latest news
გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამერიკელი სპეციალისტი პლაზმოფერეზის პროცედურაში დაშვებულ 3 ძირითად პრობლემაზე საუბრობს რამდენად რეკომენდირებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მხატვრული ლიტერატურის თარგმნისთვის დიმოღლიდუ: საბერძეთის პოლიცია გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეში მესამე პირის არსებობას არ გა... 25 წლის პენელოპეს მოსაკლავად მისი ყოფილი პარტნიორი ათენიდან იღუმენიცაში ჩავიდა ნასოს კომიანოსის ადვოკატი: ჩემი კლიენტი გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებასთან კავშირში არ არის კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა
სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ათენის რომელ უბნებს ირჩევენ ტურისტები საცხოვრებლად

ათენის რომელ უბნებს ირჩევენ ტურისტები საცხოვრებლად

ათენის მუნიციპალიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი კვლევის შედეგების თანახმად 2025 წელს ქალაქში ტურისტული აქტივობა პანდემიამდელ დონეს მნიშვნელოვნად აღემატება. 2018 წელთან შედარებით ტურისტული განთავსების ობიექტების რაოდენობა 19 071-მდე გაიზარდა, ხოლო განთავსების ადგილების რაოდენობა  24,3%-ით გაიზარდა და 105 ათასს გადააჭარბა.

ყველაზე სწრაფად იზრდება მოკლევადიანი გაქირავების სექტორი. ასეთი ობიექტების რაოდენობა 18 769-ს აღწევს, რაც 2018 წელთან შედარებით 33,5%-იანი, ხოლო 2021 წელთან შედარებით თითქმის 60%-იანი ზრდაა.

კვლევის თანახმად, ტურისტული დატვირთვა ყველაზე მაღალი კვლავ ათენის პირველ მუნიციპალურ რაიონში, ისტორიულ ცენტრშია, სადაც ტურისტებზე გასაქირავებლად გათვლილი ბინების თითქმის 60% არის განთავსებული. განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ფიქსირდება მონასტირაკის, პლაკას, ფსირის, თისიოს, კუკაკისა და ექსარხიას რაიონებში.

ათენის მერიამ აღნიშნა, რომ მოკლევადიანი გაქირავების ახალი ლიცენზიების გაცემის შეჩერებამ რამდენიმე რაიონში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეანელა. მუნიციპალიტეტი ტურისტული პროცესების მუდმივ მონიტორინგს აგრძელებს, რათა ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს შორის ბალანსი შეინარჩუნოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *