ათენის საერთაშორისო აეროპორტში მაღაზიებიდან ქურდობისთვის 22 წლის ქალი დააკავეს
ათენის საერთაშორისო აეროპორტში მაღაზიებიდან ქურდობისთვის 22 წლის ქალი დააკავეს
ათენის საერთაშორისო აეროპორტში (Ελευθέριος Βενιζέλος) მაღაზიებიდან პროდუქციის ქურდობის ბრალდებით 22 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
ათენის აეროპორტის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალი 31 ოქტომბერს, შაბათს დილით, აეროპორტის გამგზავრების ზონაში აღმოაჩინეს და მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს. შემოწმებისას მას აღმოუჩინეს პროდუქტები, რომლებიც აეროპორტის მაღაზიებიდან იყო მოპარული.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალი ქურდობის ოთხ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. მიყენებული ფინანსური ზარალი 9 900 ევროს აღემატება.
მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად და განმეორებით ჩადენილი კვალიფიციური ქურდობის ბრალდებით. საქმეში კიდევ ერთი პირიც ფიგურირებს.
