გერმანია: 2 წლის პონტოელი ბიჭის ცეკვა ინტერნეტს ვირუსულად მოედო
გერმანია: 2 წლის პონტოელი ბიჭის ცეკვა ინტერნეტს ვირუსულად მოედო
გერმანიაში, ბერძნული დიასპორის ღონისძიებაზე, ტრადიციულ პონტოურ სამოსში გამოწყობილმა ორი წლის ბიჭუნამ სერას ცეკვით დამსწრეების ყურადღება მიიპყრო. შთამბეჭდავი ცეკვის კადრები სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო და მაყურებლების მოწონება დაიმსახურა.
ბერძნული დიასპორის ღონისძიება 31 ოქტომბერს, დაჰაუსა და მის შემოგარენში მოქმედი პონტოელთა ასოციაცია „ქსენიტეას“ ინიციატივით გაიმართა.
TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობს პატარა მოცეკვავე უფროსებს მიჰყვეს და საკუთარი, სახალისო მანერით შეასრულოს ტრადიციული ცეკვის ილეთები.
ვიდეოებს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები ბიჭუნას აქებენ, მის მშობლებს კი პონტოური ტრადიციების შენარჩუნებისა და ბავშვისთვის გადაცემისთვის მადლობას უხდიან.
