ათენის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სტუდენტები შესვლას მხოლოდ პირადი ბარათებით შეძლებენ
ათენის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სტუდენტები შესვლას მხოლოდ პირადი ბარათებით შეძლებენ
ათენის უნივერსიტეტის სტუდენტთა რეზიდენციის 4 თვიანი ოკუპაციის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს შენობაზე წვდომა მხოლოდ ციფრული ბარათების გამოყენების შემთხვევაში ექნებათ.
აღნიშნული ღონისძიება გატარდა რეზიდენციაზე წვდომის გასაკონტროლებლად, რათა მოხდეს შენობის დაცვა.
ინიციატივა ახალგაზრდობის ფონდის პრეზიდენტს, ანნა როკოფილუსა და ათენის უნივერსიტეტის რექტორს, ღერასიმოს სიასოსს ეკუთვნის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სტუდენტების მიერ შესული მოთხოვნების საფუძველზე, რომლებიც საცხოვრებელში უსაფრთხოების ზომების გაზრდას ითხოვდნენ.
Facebook Comments Box
