Latest news
23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ათენი: დალუქულ ოთახში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს 

ათენი: დალუქულ ოთახში დედა-შვილის ცხედრები იპოვეს 

ყოველდღიურ რეჟიმში ასობით უარყოფითი ხასიათის შემცველი ცრუ თუ რეალობასთან ასე თუ ისე დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება ადამიანებზე არც თუ ისე დადებით ზეგავლენას ახდენს. ათობით შეწირული სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ძარცვა, ფემიციდი და არასრულწლოვნებზე ძალადობასთან დაკავშირებული ახალი ამბები თითქოს საზოგადოებას ძალადობას აჩვევს. თუმცა განსაკუთრებით შემზარავია ოჯახებში მომხდარი დანაშაულები, სადაც ვხედავთ, რომ სიცოცხლისთვის საფრთხეს საკუთარი შვილი და ძმაც კი შეიძლება წარმოადგენდეს.

ათენის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ ზოღრაფუზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 91 წლის ქალი 56 წლის შვილთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცხედრებს უკვე პუტრეფაქცია ჰქონდათ დაწყებული.

პოლიციამ დააკავა 54 წლის კაცი, რომელსაც დედისა და დის მკვლელობაში ედება ბრალი, რომელიც ივარაუდება, რომ იმავე სახლში ცხოვრობდა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა ქალების ძებნა ნათესავების მიერ განყოფილებაში შესული საჩივრის შემდეგ დაიწყეს.

კერძოდ, ოჯახის ნათესავებმა პოლიციაში 26 მარტს დარეკეს და განაცხადეს, რომ ეშინოდათ დედა-შვილისთვის აწ უკვე ბრალდებულს რამე არ დაეშავებინა, რადგან ისინი უკვე თვეების განმავლობაში არ იყვნენ კონტაქტზე გამოსულები.

შაბათს, 28 მარტს პოლიციელები მივიდნენ მისამართზე, რომელიც ოჯახის ნათესავებმა მისცეს, თუმცა კარი არავინ გააღო. 

კვირას, 29 მარტს, მისამართზე მეორედ სტუმრობისას კი სახლის კარი ბრალდებულმა გააღო, რომელმაც თავიდან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და განაცხადა, რომ მისი დედა და და სხვა სახლში, სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ.

პოლიციელები ბრალდებულის მიერ მითითებულ მისამართზეც მივიდნენ, თუმცა დადგინდა, რომ კაცმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცავ ორგანოებს და სწორედ მაშინ დაბრუნდნენ საწყის მისამართზე. სახლის შემოწმებისას უჩვეულო არაფერი შეუმჩნევიათ გარდა ერთი ოთახისა, რომელიც დალუქული იყო თაბაშირით.

პოლიციის თანამშრომლებმა დალუქულ ოთახში შესვლა პროკურორის მიერ გაცემული ორდენის შემდეგ შეძლეს. ოთახში შესვლისას კი 2 ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებსაც ნათესავები უკვე თვეებია ეძებდნენ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *