Latest news
გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება ანდრულაკის: ხალხი მესიას არ ეძებს ათენი: კაფე-ბარში ატეხილი სროლის შედეგად 10 წლის გოგონა დაშავდა პლაკაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა HELLENiQ ENERGY-მ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლები განაახლა ირაკლიო: დააკავეს 40 წლის კაცი ადევნების ბრალდებითა და ბავშვთა პორნოგრაფიის შეგროვების ბრალდებით მარევა გრაბოვსკი პართენონას ქანდაკებების დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს საბერძნეთი: სად არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება - ძიერი ქარი და ჭექა-ქუხილი მკვლევართა ღამე: მეცნიერება ლაბორატორიებიდან საზოგადოებამდე ხანია: გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს კაცს, რომელმაც 4 წელი პატიმრობაში 19 წლის გოგონას გაუპატიუ...
შაბათი, სექტემბერი 26, 2026
საბერძნეთიUncategorized

ათენი: კაფე-ბარში ატეხილი სროლის შედეგად 10 წლის გოგონა დაშავდა

ათენი: კაფე-ბარში ატეხილი სროლის შედეგად 10 წლის გოგონა დაშავდა

ათენში, აღიოს პანტელეიმონის რაიონში, 25 სექტემბერს შუაღამისას, კაფე-ბარს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმის შედეგად 10 წლის გოგონა დაიჭრა.

შემთხვევა დაახლოებით 23:50 საათზე, აღორაკრიტუს ქუჩის 32 ნომერში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაფე „ამორას“ ფასადს ავტომანქანიდან ესროლეს.

სროლის შედეგად მარცხენა ფეხის, კერძოდ წვივის არეში, კაფის მფლობელის 10 წლის ქალიშვილი დაშავდა. ბავშვს პირველადი დახმარება დედამ აღმოუჩინა და შემდგომ დაუყოვნებლივ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

თავდასხმის დროს კაფეში დაახლოებით ათი ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა რამდენიმე გასროლის შემდეგ შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვეს.

გამოყენებული ავტომობილი მოგვიანებით დამწვარი იპოვეს ასპროპირღოსის რაიონში. ამ ეტაპზე უცნობია, გოგონა უშუალოდ ტყვიამ დაჭრა თუ ტყვიის ნამსხვრევმა.

პოლიცია აგრძელებს გამოძიებას თავდამსხმელების ვინაობისა და თავდასხმის მოტივის დასადგენად. არსებული ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *