Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

ათენი: როგორ შეძლებს ხელოვნური ინტელეტი გზებზე დატვირთვის მოხსნას

ათენი: როგორ შეძლებს ხელოვნური ინტელეტი გზებზე დატვირთვის მოხსნას

სექტემბერი ყოველწლიურად ყველაზე რთული პერიოდია ათენის საგზაო ქსელისთვის. შვებულებიდან დაბრუნებული მოსახლეობა, სკოლების გახსნა და ბიზნესის სრული გააქტიურება გზებზე დიდ დატვირთვას ქმნის. 

2026 წელს საბერძნეთის ხელისუფლება საცობების შესამცირებლად ახალ ტექნოლოგიურ სისტემას აამოქმედებს.

მთავარი ინსტრუმენტი Traffic Commander-ია, ახალი ციფრული ოპერატიული ცენტრი, რომელიც სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება. სისტემის მიზანია რეალურ დროში გააკონტროლოს მოძრაობა და საცობების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება უზრუნველყოს.

პროგრამა გააერთიანებს ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან: საგზაო კამერებიდან, დრონებიდან, საპატრულო მანქანებიდან, სენსორებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, საგზაო სამუშაოებიდან და ამინდის მონაცემებიდან. სისტემა ავტომატურად გამოავლენს პრობლემურ ადგილებს და შესთავაზებს პოლიციას შესაბამის გზებს სწორად რეაგირებისთვის.

მოძრაობის მართვაში ჩაერთვება დაახლოებით 150 საგზაო პოლიციელი, ხოლო დამატებით ათი დრონი მუდმივად დააკვირდება ათენის სატრანსპორტო ქსელს.

Traffic Commander-ი ასევე შეაგროვებს მონაცემებს, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს საცობების წინასწარ პროგნოზირება და უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობას, თუმცა ათენის საცობების სრულად აღმოფხვრას მხოლოდ ტექნოლოგია ვერ შეძლებს, ამისთვის საჭიროა ახალი საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *