Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ათენი-სუნიოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 42 წლის ქალი მძიმედ დაშავდა

ათენი-სუნიოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 42 წლის ქალი მძიმედ დაშავდა

სამი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს ათენი-სუნიოს გზაზე ორშაბათს გამთენიისას.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთს აღენიშნება მძიმე მოტეხილობები.

ტელემაუწყებელი ΣΚΑΙ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავარია სარონიდაში მოხდა.

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით თავდაპირველად ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა ხოლო მესამემ თავიდან ვერ აირიდა შეჯახება, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზა ჩახერგილი იყო.
შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა 42 წლის ქალი, რომელიც ვულაში მდებარე საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. სხეულის შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიიღო 23 წლის ბიჭმა.

მიმდინარეობს გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *