Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: 40 წლის ჩინელმა მამაკაცმა თავისი მეგობარი 35 წლის ქალი, სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა

ათენი: 40 წლის ჩინელმა მამაკაცმა თავისი მეგობარი 35 წლის ქალი, სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა. მამაკაცი ამ დროისთვის იძებნება – ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი კოშმარი დასრულდა.

ახალი დეტალები ირკვევა იმ წამების შესახებ რომელიც სავარაუდოდ მიაყენა 40 წლის ჩინელმა მამაკაცმა მის 35 წლის პარტნიორ ქალს, რომელიც ათენში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან სიცარიელეში გადახტა. ქალმა ფეხი და თავი დაიზიანა.

როგორც ირკვევა, საბოლოოდ 40 წლის ქალს მამაკაცმა სიცარიელეში არ უბიძგა, მან თავად გადაწყვიტა ამ ქმედების განხორციელება, რათა თავი დაეღწია მისთვის მიყენებული წამებისგან.

კერძოდ, როგორც პოლიციის გამოძიებიდან ირკვევა, ყველაფერი გუშინ შაბათს (2/12) დილის დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა, როცა დამნაშავემ 35 წლის პარტნიორის ლანძღვა და სიცოცხლის მუქარა დაიწყო. ჩინელი ქალი მის დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა. მამაკაცმა მას მუშტი დაარტყა თავში, შემდეგ კი დანის მუქარით ხელ-ფეხი შეუკრა.

თავდამსხმელმა ქალი ჯერ გააუპატიურა შემდეგ კი მაკრატელის მუქარით აიძულა რომ მისთვის თანხა გადაერიცხა. უბედური გოგონა დღის 12:00-დან 16:00 საათამდე მობილური ტელეფონის აპლიკაციის საშუალებით თავისი ანგარიშიდან მამაკაცის ანგარიშზე თანხას რიცხავდა, რის შედეგადაც მამაკაცის ანგარიშზე მთლიანობაში 100 000 ჩინური იუანი (დაახლოებით 13 000 ევრო) დაჯდა.

შემდეგ 35 წლის ქალმა ბასრი საგნით თავის დაღწევა მოახერხა და მესამე სართულიდან გადმოხტა, ის პირველი სართულის აივანზე აღმოჩნდა სადაც მას მეზობელი დაეხმარა, რომელმაც სასწრაფო დახმარებაში დარეკა და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი კოშმარი დასრულდა.

40 წლის მამაკაცი ამ დრომდე იძებნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *