აკროპოლისზე გამართული რბოლები საბერძნეთს მსოფლიო მასშტაბით ყურადღების ცენტრში აყენებს
აკროპოლისზე გამართული რბოლები საბერძნეთს მსოფლიო მასშტაბით ყურადღების ცენტრში აყენებს
ატიკის გუბერნატორი ნიკოს ხარდალიასი “რალი აკროპოლისი 2026”-ის გახსნას დაესწრო, სადაც მეორე ეკიპაჟს დაძვრის ოფიციალური სიგნალი მისცა. ის მრბოლელებსა და გულშემატკივრებს შეხვდა და პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს შეჯიბრი არამხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიულ ნაწილად ითვლება, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა ქვეყნისთვის, რადგან ათენსა და სრულიად საბერძნეთს მილიონობით ადამიანის ყურადღების ცენტრში აქცევს.
გუბერნატორმა განაცხადა, რომ რბოლა ქვეყნის ტურისტული სტრატეგიის ნაწილია, რადგან მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის შემოდინებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილობრივი ბიზნესების აქტიურ ჩართულობას. მისივე განცხადებით, როდესაც საერთაშორისო მედია საბერძნეთის პოზიტიურ იმიჯს აშუქებს, ამ მიმართულებით ჩადებული ინვესტიცია მრავალჯერადი სარგებლით ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაზე დასწრება მოქალაქეებისთვის უფასო იყო, რადგან გუბერნატორის განცხადების თანახმად მსგავსი სპორტული ფესტივალები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ზემოთაღნიშნულ პოზიტიურ განცხადებასთან ერთად გუბერნატორს არ დავიწყებია ესაუბრა საგზაო უსაფრთხოებაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაღალი სიჩქარე მხოლოდ სპეციალურ ტრასებზეა დასაშვები, ხოლო ჩვეულებრივ გზებზე აუცილებელია სიფრთხილე, პასუხისმგებლობა და წესების დაცვა.
ღონისძიების ფარგლებში ატიკის რეგიონმა, როგორც სპეციალური მონაკვეთის მთავარმა სპონსორმა, ფან-ზონაში თემატური პავილიონი მოაწყო. პავილიონში სტუმრებს ასევე დახვდათ ცნობილი შეფ-მზარეულის, ვასილის კალიდის მიერ მომზადებული წასახემსებლები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი დიჯეი მიხალის ცაუსოპულოსი და კოსტას ზიკოსი ზრუნავდნენ. ღონისძიებიდან პირდაპირ ეთერს რადიოსადგური Athens DeeJay გადმოსცემდა.
