Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ალექსანდრუპოლი: 10 ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოყვანილი ემიგრანტი და ორგანიზატორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა

ალექსანდრუპოლი: 10 ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოყვანილი ემიგრანტი და ორგანიზატორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა

ხუთშაბათს ღამით საბერძნეთის ტერიტორიაზე ავტომანქანაში ჩამალული 10 ემიგრანტი უკანონოდ გადმოიყვანეს. 

ქვეყანაში ადამიანების უკანონოდ შემოყვანის ორგანიზატორი, რომელიც მანქანას მართავდა, ცდილობდა საპატრულო პოლიციისგან მიმალვას, რადგან არ მოეთხოვათ მისთვის ავტომანქანის გაჩერება და არ შეემოწმებინათ ტრანსპორტის სამალავები. 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამნაშავემ საპატრულო პოლიციის დანახვისას სიჩქარეს მოუმატა, რის შედეგადაც გზიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მანქანის ათივე მგზავრი. მანქანაში მყოფი თერთმეტივე პირი ალექსანდრუპოლის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ავტომანქანის მძღოლის დეკომენტაციის შემოწმებისას დადგინდა, რომ არ ფლობს მართვის მოწმობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *