Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

ალექსანდრუპოლი: 9 კილოს იწონიდა 3 წლის ბიჭი, რომელიც შიმშილისგან გარდაიცვალა

ალექსანდრუპოლი: 9 კილოს იწონიდა 3 წლის ბიჭი, რომელიც შიმშილისგან გარდაიცვალა

შიმშილით გარდაცვლილი 3 წლის ბიჭის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. 

პოლიციამ მისი 23 წლის დედა დააკავა, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს.

pameevro.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მშობლების განქორწინების შემდეგ ბიჭუნა მამასთან და მის ბებია-ბაბუასთან ერთად თურქეთში ცხოვრობდა. 2024 წელს ბიჭის მამა დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით ბავშვზე მეურვეობა დედას მიენიჭა. 2024 წლის ივლისის თვეში ბიჭუნა დედასთან გადავიდა საცხოვრებლად ალექსანდრუპოლში.

ბავშვს უჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, არ საუბრობდა ბერძნულად, ითხოვდა ბებიასთან დაბრუნებას თურქეთში, არ ეძინა ღამით, იზიანებდა თავს. მიუხედავად მისი ასაკისა ჭამდა ისევ სოსკიდან და იღებდა მხოლოდ ფაფებს.

დედის ჩვენებაზე დაყრდნობით ის გამუდმებით ნერვიულობდა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმდენად, რომ მან ფსიქოლოგსაც კი მიმართა. ირწმუნება, რომ გარდაცვალების დღემდე ცდილობდა შვილისთვის საკვები მიეწოდებინა. თუმცა ამასთან დაკავშირებით არანაირი სამედიცინო ჩანაწერი არ არსებობს. 

შოკის მომგვრელია ფაქტი, რომ ბიჭუნა საავადმყოფოში გადაყვანისას მხოლოდ 9 კილოს იწონიდა, როცა მისი ასაკისთვის საშუალო წონას 15 კილო წარმოადგენს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *