Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

ამალიადა: თვითონაც იცის რომ მან დახოცა ბავშვები – აცხადებს დაჟინებით ირინი მურძუკუს დედა 

ამალიადა: თვითონაც იცის რომ მან დახოცა ბავშვები – აცხადებს დაჟინებით ირინი მურძუკუს დედა 

სატელევიზიო გადაცემაში ირინი მურძუკუს დედამ, რომლის 13 თვის შვილიც საეჭვო ვითარებაში გარადიცვალა, გულახდილად ისაუბრა ირინის საქმესთან დაკავშირებით: “ჩემი პატარა გოგონა დავაძინე და ოთახიდან გამოვედი. ცოტახანში ირინი მოვიდა და მითხრა, რომ ბავშვი უვნაურ ხმებს გამოსცემდა. მაშინვე ოთახისკენ გავემართე და ოთახში შესვლისას დავინახე, რომ ჩემი პატარა უკვე გალურჯებული, ნახევრად გაყინული და უგონო მდგომარეობაში იყო. მივხვდი რომ ცოცხალი აღარ იყო და გამოსამშვიდობებლად უკანასკნელად ვაკოცე. ხმის ამოუღებლად წავედით საავადმყოფოში. ექიმებს ვერ დავაბრალებ რაც მოხდა, რადგან საათზე მეტხანს ცდილობდნენ ჩემი პატარასთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, თუმცა ვერაფერი შეძლეს. ვიფიქრე რომ ირინიმ გაგუდა. ეჭვიანობდა ხოლმე ხშირად. ზოგადად ყველა ბავშვზე ეჭვიანობდა. ახლა თავში ბევრი რამ მომდის აზრად, მაგრამ დაჯერება არ მინდა.. რომელ დედას უნდა დაიჯეროს რომ მისი შვილი მკვლელია?! მაგრამ ვიცნობ ირინის და შემიძლია გავიხსენო მუქარის შემთხვევები.. კარგი არაფერი არ მაქვს სათქმელი მასზე.. თვითონაც ხომ იცის რომ ეს ყველაფერი მან ჩაიდინა..” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *