Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

ამინდის გაუარესება შაბათ-კვირას, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლიც

გუშინდელ წვიმიან ამინდთან შედარებით დღეს, სამშაბათს ქვეყნის უმეტეს ნაწილში ამინდი საგრძნობლად გაუმჯობესდება პარასკევის ჩათვლით, თუმცა შაბათ-კვირიდან ისევ მოსალოდნელია წვიმა, შტორმები და ტემპერატურის ვარდნა, ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და შესაძლოა… ზოგან თოვლი!

მეტეოროლოგი საკის არნაუტოღლუ კარგ ამინდს პროგნოზირებს პარასკევის ჩათვლით. მისი თქმით, კვირის ბოლომდე ჩრდილოეთით რამდენიმე ადგილას წვიმაა მოსალოდნელი, შაბათს კი ამინდი შეიცვლება, 1000 მეტრ სიმაღლეზე კი შესაძლოა თოვლიც მოვიდეს.

მომავალ შაბათ-კვირას მოსალოდნელი უამინდობის და სიცივის შესახებ  აფრთხილებს მოსახლეობას მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკიც. მისი პროგნოზით მოსალოდნელია წვიმები, ქარიშხალი და თოვლი მთებში.

პარასკევის ჩათვლით კი ქვეყნის უმეტეს რეგიონებში კვლავ მზიანი, თბილი ამინდი შენარჩუნდება. პარასკევიდან კი დაიწყება წვიმები, ძირითადად დასავლეთში, შაბათს კი უამინდობა გაბატონდება მთელ ქვეყანაში წვიმით, სპორადული შტორმით, ძლიერი ქარით ზღვებზე და თოვლით ჩრდილოეთ საბერძნეთის უკიდურეს მთიან რაიონებში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *