Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთი

ამინდი: დღეს დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა და შტორმი-სად აჩვენებს თერმომეტრი 40 გრადუსს

დღეს, შაბათს (5/8), შუადღიდან ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ამინდის დროებითი გაუარესებაა მოსალოდნელი.

კერძოდ, უახლესი მეტეოროლოგიური მონაცემებით, ჩრდილოეთ იონიაში (ძირითადად კორფუს – პაქსოს მიდამოებში) და ეპირუსში, თანდათან დასავლეთ მაკედონიაში და დასავლეთ სტერეაში, ხოლო გვიან შუადღიდან ჩრდილო-დასავლეთ პელოპონესში, დასავლეთ და ჩრდილოეთ თესალიასა და ცენტრალურ მაკედონიაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი, რომელსაც თან ახლავს მაღალი სიხშირის ელვა და სეტყვა. მოსალოდნელი ფენომენი ჩრდილო- დასავლეთით შაბათ-კვირის ღამეს თანდათან შესუსტდება.

ამავდროულად, დანარჩენ რეგიონებში არსებული ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა თესალიაში, აღმოსავლეთ სტერეასა და აღმოსავლეთ პელოპონესში 40 გრადუს ცელსიუსამდეც კი მიაღწევს.

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო მზადყოფნაშია სამოქალაქო დაცვის მთელი მექანიზმი, რათა მოხდეს აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების გატარება ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მოახლოებული სახიფათო ფენომენის გამო.

საჭიროების შემთხვევაში გააქტიურდება 112-ის გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნა კონკრეტულ რეგიონებში. ამასთან, მოქალაქეებს ურჩევენ, გამოიჩინონ სიფრთხილე, დაიცვან ხელისუფლების მითითებები და მიიღონ ყველა საჭირო თვითდასაცავი ღონისძიება ჯანდაცვის საზოგადოებრივი სამსახურის მითითებების შესაბამისად.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *