Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ამინდი: ღრუბლიანი ოთხშაბათი, საღამოდან ძლიერი შტორმით იონიაში

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი : დღეისათვის მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა, რომელიც დილის შემდეგ მოიმატებს ჩრდილოეთით და დასავლეთით, ხოლო დანარჩენ მატერიკზე და ჩრდილოეთ ეგეოსში თანდათანობით შუადღის შემდეგ. შუადღიდან ჩრდილოეთით და დასავლეთით ადგილობრივი წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ჩრდილოეთ იონიასა და ეპირუსში სპორადული შტორმი. ატმოსფეროში მტვრის კონცენტრაცია მოიმატებს და ფენომენს ზოგ შემთხვევაში ტალახიანი წვიმის მახასიათებლები ექნება. ხილვადობა დილიდან და საღამომდე ადგილ-ადგილ შეზღუდული იქნება და ნისლი ჩამოყალიბდება.

დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა 11-დან 25 გრადუსამდე იქნება, დანარჩენ მაკედონიასა და თრაკიაში 11-დან 28-მდე, თესალიაში 14-დან 27-მდე, ეპიროსში 13-დან 25-მდე, სტერეაში 13-დან 28-მდე, პელოპონესში 13-დან 28-მდე, იონიის კუნძულებზე 13-დან 23-მდე, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე 11-დან 27-მდე, ციკლადებზე 11-დან 25-მდე, დოდეკანისზე 21-დან 26-მდე და კრეტაზე 11-დან 30 გრადუს ცელსიუსამდე.

იქროლებს ქარი ჩრდილოეთ ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ეგეოსში სამხრეთის მიმართულებებიდან 2-დან 4-მდე, ხოლო შუადღიდან 3-დან 5 ბოფორტამდე სიმძლავრით.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგეოსში დასავლეთიდან 2-დან 4 ბოფორტამდე ქარია მოსალოდნელი, შუადღიდან კი იმავე ინტენსივობით სამხრეთისკენ გადაიზრდება.

ატიკაში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც შუადღის შემდეგ შესქელდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 3 ბოფორტამდე, ხოლო შუადღიდან 2-დან 4 ბოფორტამდე სიმძლავრით. ატმოსფეროში მტვრის კონცენტრაცია მოიმატებს. ათენის ცენტრში ტემპერატურა 19-დან 26 გრადუს ცელსიუსამდე მოიმატებს.

სალონიკში მოსალოდნელია მცირედი ღრუბელი, რომელიც დილიდან შესქელდება. შუადღიდან მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა. იქროლებს ქარი ცვალებადი მიმართულებით 3 ბოფორტამდე. ატმოსფეროში მტვრის კონცენტრაცია მოიმატებს. ხილვადობა დილის საათებში ადგილებრივად შეზღუდული იქნება. სალონიკის ცენტრში ტემპერატურა 18-დან 25 გრადუს ცელსიუსამდე მოიმატებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *