Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ამინდი: წვიმა და შტორმი ძირითადად ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში

სამშაბათი, 26 სექტემბერი:

დღეისათვის მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი უმეტესად ქვეყნის დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. სეტყვა მოსალოდნელია ძირითადად იონში და ადგილ- ადგილ დასავლეთ კონტინენტურ რაიონებში. ადგილობრივი წვიმა და ცალკეული შტორმები მოსალოდნელია დასავლეთ ციკლადებსა და დასავლეთ კრეტაზე.

თესალიის რეგიონში  მოსალოდნელია ადგილობრივი წვიმა და შტორმი. ეფექტი დილამდე იქნება ლოკალურად ინტენსიური, საღამოს კი კვლავ საგრძნობლად გაძლიერდება.

ტემპერატურა დასავლეთ მაკედონიაში 11-დან 26 გრადუსამდე, დანარჩენ ჩრდილოეთ საბერძნეთში 16-დან 29-31-მდე, ეპიროსში 16-დან 25-26 გრადუსამდე, თესალიაში 16-დან 26-27-მდე, დანარჩენ რეგიონებში 16-26-27 გრადუსი იქნება.

მატერიკზე 18-დან 26 -28 გრადუსამდე, იონიის კუნძულებზე 17-დან 26-მდე და ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და კრიტზე 17-27-28 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე მაქსიმალური ტემპერატურა 30-დან 31 გრადუს ცელსიუსამდე იქნება.

ჩრდილოეთ ეგეოსში იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთის 6-7 ბაფორტის ინტენსივობის ქარი, სამხრეთ ეგეოსში კი დასავლეთის ქარი ინტენსივობით 4 ბოტორტამდე. იონში იქროლებს 4-5 ბაფორტის სიძლიერის აღმოსავლეთის ქარი.

ატიკის  რეგიონში  მოსალოდნელია მოღრუბლულობის მომატება, დროდადრო მცირე წვიმის და ცალკეული შტორმის ალბათობით. საღამოდან ამინდი გაუარესდება და მოსალოდნელია ქარიშხალი.

იქროლებს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 4 ბოფორტამდე. ტემპერატურა 22-დან 27-28 გრადუსამდე იქნება.

თესალონიკში  მოსალოდნელია მოღრუბლულობა, დილიდან შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ქარი ცვალებადი მიმართულების 2-4 ბაფორტის ინტენსივობით. ტემპერატურა 21-დან 30 გრადუსამდე იქნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *