ამფილოხია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 49 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ამფილოხია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 49 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ეტოლოაკარნანიაში 49 წლის კაცმა, რომელმაც ამფილოხიასკენ მიმავალ გზაზე გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო, საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის საპირისპირო ნაკადში გადავიდა და გზასთან ახლოს მიწის ნაკვეთზე ამოტრიალდა. ავტომანქანის მძღოლი სასიკვდილოდ დაშავდა.
კაცს ოჯახის წევრები საათების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. სასოწარკვეთილებმა ბოლოს პოლიციას მიმართეს დასახმარებლად. სამწუხაროდ გარდაცვლილი კაცის ცხედარი შაბათს, საღამოს 17:00 საათამდე ვერ იპოვეს.
სამართალ დამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება.
Facebook Comments Box
