Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიUncategorized

მოხალისე მეხანძრეს ათენი-ლამიას გზაზე ავტომანქანა დაეჯახა

მოხალისე მეხანძრეს ათენი-ლამიას გზაზე ავტომანქანა დაეჯახა

საავადმყოფოში გადაიყვანეს მოხალისე მეხანძრე, რომელიც სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს აღიო სტეფანოსის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ.

უბედური შემთხვევა ღამის 23:30 საათზე დაფიქსირდა, როცა სახანძრო სამსახურში შეტყობინება შევიდა, რომ ათენი-ლამიას გზაზე მიმავალ ავტომანქანას ხანძარი გაუჩნდა. ავტომანქანის მძღოლმა მანქანა საგანგებო მდგომარეობის ზოლში გააჩერა და ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოხტა. შემთხვევის ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად 3 სახანძრო მანქანა მივიდა. მანქანიდან ცეცხლი მალევე დაბალ ბალახს მოედო მიმდებარე ტერიტორიაზე, სწორედ ამ ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობდა მოხალისე მეხანძრეთა გუნდი. სწორედ ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას ათენისკენ მიმავალ გზაზე მიმავალი მანქანა შეეჯახა მოხალისე ქალს, რომელიც შეჯახებისას მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალს გონება არ დაუკარგავს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *