Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ანიტა დიმიტრიუ: კვიპროსის მოქალაქეებმა არჩევანი უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეაჩერეს

ანიტა დიმიტრიუ: კვიპროსის მოქალაქეებმა არჩევანი უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეაჩერეს

მოქალაქეებმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხოება და სტაბილურობა აირჩიეს, განაცხადა პოლიტიკური პარტიის “დემოკრატიული გაერთიანების” პრეზიდენტმა, ანიტა დიმიტრიუმ შედეგებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხვალიდან ისინი შეუდგებიან მოვალეობის შესრულებას.

კვიპროსის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 2026 წლის 24 მაისს. ამომრჩევლებმა აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის 56 წევრი ხუთი წლის ვადით.

კანონმდებლობის თანახმად, კვიპროსის პარლამენტში სულ 80 ადგილია, თუმცა 24 ადგილი თურქული თემის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი (რომლებიც არჩევნებში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ). შესაბამისად, მოსახლეობა 56 მანდატისთვის იბრძვის.

კენჭისყრა დილის 07:00-დან საღამოს 18:00 საათამდე მიმდინარეობდა. რეკორდულად დიდი რაოდენობის პარტიებისა და კანდიდატების გამო, ამომრჩეველთა უმეტესობას ორმხრივი ბიულეტენები დაურიგდა.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 64%-დან 68%-მდე შეადგინა.

არჩევნებში პირველი ადგილი მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტია „დემოკრატიულმა გაერთიანებამ“ (DISY) მოიპოვა, ხმების 27.1% – 27.2% და 17 მანდატი პარლამენტში, რითიც შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვიპროსის ერთ-ერთმა უძველესმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (EDEK) ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი. ამის გამო მისმა ლიდერმა, ნიკოს ანასტასიუმ, თანამდებობა დატოვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *