Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

აპირებენ თუ არა შუქნიშნებზე მეოთხე ფერის დამატებას

აპირებენ თუ არა შუქნიშნებზე მეოთხე ფერის დამატებას

უკვე საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიოს გზაჯვარედინებს სამი ფერი მართავს. სამეული იმდენად ღრმადაა გამჯდარი თითოეული მძღოლის ცნობიერებაში, რომ მეოთხე ფერის შუქნიშანზე დამატების იდეაც კი წარმოუდგენლად ჟღერს.

თუმცა ჩრდოლოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ავტომობილებისთვის, რომელსაც ავტოპილოტი მართავს სპეციალურად შექმნეს თეთრი შუქნიშნის ფერი, რომელიც ჩვეულებრივი ავტომობილების მძღოლებს შეატყობინებს, რომ უბრალოდ წინ მოძრავ მანქანას მიჰყვნენ. შუქნიშნის ფერის იდეა მარტივია: თუ წინ მდგომი ავტომანქანა მოძრაობს შენც აგრძელებ გადაადგილებას და თუ ჩერდება შენც ჩერდები.

აღნიშნული მეთოდის დანერგვა ემსახურება საცობების აღმოფხვრასა და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან არიდებას. 

რატომ მაინცდამაინც თეთრი?

მკვლევრები განმარტავენ, რომ შუქნიშანზე დასამატებელი კონკრეტული ფერი საბოლოოდ განსაზღვრული არ არის. მთავარი მოთხოვნაა, რომ მეოთხე სიგნალი იყოს მკაფიო, ადვილად აღსაქმელი და სხვა ფერებისგან მკვეთრად განსხვავებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კი უნივერსალური სტანდარტია. რომელი ფერიც არ უნდა აირჩიონ, ის ყველა ქვეყანაში ერთნაირი უნდა იყოს.

ჯერჯერობით არცერთ სახელმწიფოს არ დაუმტკიცებია თეთრი ფერი შუქნიშნებზე. 

ივარაუდება, რომ პირველი საპილოტე პროგრამა კვლევით ცენტრებში ან დახურულ ტერიტორიებზე დაიწყება.

საბერძნეთისთვის, რომელიც წლებია ათენში წარმოქმნილ საცობებს ებრძვის, იდეა თეორიულად ძალიან მიმზიდველია.

სისტემა, რომლის დახმარებითაც გზაჯვარედინებზე შეფერხებებს 40-50%-ით შეამცირდება, ნამდვილი რევოლუცია იქნება ისეთი გზებისთვის, როგორიცაა კიფისოსი, მესოგიონი და ატიკის ცენტრალური უბნები.

თუმცა, მთავარი პრობლემა თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებული დიდი სხვაობაა. არსებული შუქნიშნების ინფრასტრუქტურა მასშტაბურ განახლებას საჭიროებს. ქვეყანაში, სადაც ბევრი შუქნიშანი ჯერ კიდევ მოძველებული ტექნიკით მუშაობს და ურბანული მოძრაობის ციფრული მართვა საწყის ეტაპზეა, ეს გზა საკმაოდ გრძელია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *