Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

არასრულწლოვანები პორნოინდუსტრიაში

არასრულწლოვანები პორნოინდუსტრიაში

სუტინიორები პორნოგრაფიაში ჩართულ არასრულწლოვანებს, სამსახურს ფულითა და… კოკაინით უნაზღაურებდნენ.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვის საქმის გამო 4 პირი დააკავეს,  მათ შორის – 25 წლის   ,,ოსტატი“ (მმართველი სუტინიორი), რომელიც გოგონებს ,,აკვალიანებდა“და ტაქსის მძღოლი, რომელიც არასრულწლოვანთა ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი.

25 წლის ქალი არასრულწლოვანი გოგონებისთვის რომანტიულ პაემნებს სასტუმროებში, თანამზრახველების დახმარებით ათანხმებდა.

14 წლამდე ასაკის ბავშვების „მომსახურების“ საფასური კი, გახლდათ ფულით ან…. კოკაინი!

ტრეფიკინგის მორიგი ფაქტი არასრულწლოვანთა დაცვის საქვეუწყებო დაწესებულების პოლიციის თანამშრომლებმა გამოავლინეს და  მათ ოთხი დამნაშავე პირი დააკავეს.

პოლიციის ცნობით, 2023 წლის ზაფხულიდან დღემდე, 25 წლის ახალგაზრდა ქალმა, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, 14 წელს მიღწეული შვიდი არასრულწლოვანი გოგონა დაიქირავა, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ.

სუტინიორი ხელს უწყობდა არასრულწლოვანების ინტიმურ შეხვედრებს ათენის სხვადასხვა სასტუმროებში.

დაჯგუფების წევრთა როლები შემდეგნაირად ნაწილდებოდა:  “ოსტატი” ( მთავარი სუტინიორი) და ტაქსის მძღოლი.

პოლიციის გამოძიებიდან გაირკვა, რომ 25 წლის  სუტინიორი, გაწეული სამსახურისათვის როგორც წესი, იღებდა 50-დან 100 ევროს. რაც დამოკიდებული იყო არასრულწლოვანთა მიერ შეგროვებულ თანხებზე.

,,ოსტატი” ხშირად  თავად ახლდა გოგონებს პაემნებზე.  თითოეულ პაემანზე არასრულწლოვანები საშუალოდ 200-დან 400 ევრომდე გამოიმუშავებდნენ, თუმცა  იყო შემთხვევებიც, როცა 25 წლის სუტინიორი კლიენტებს უთანხმდებოდა და ფულის ნაცვლად გოგონებს… კოკაინს სთავაზობდნენ.

დაჯგუფებაში აქტიური როლი ჰქონდა ტაქსის მძღოლსაც, რომელიც არასრულწლოვანების გადაადგილებაზე ,,ზრუნავდა”.

დამნაშავეთა დაჯგუფების დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სამართალდამცავების მიერ ამოღებულია სხვადასხვა ნივთმტკიცებები და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

დაკავებულები  კომპეტენტურ პროკურატურაში არიან გადაყვანილი. მოგვიანებით კი  ისინი, საგამოძიებო ორგანოში წარსდგებიან.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *