Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

არტა: დამნაშავეთა დაჯგუფებამ 1 დღეში 5 სახლი გაძარცვა

არტა: დამნაშავეთა დაჯგუფებამ 1 დღეში 5 სახლი გაძარცვა

სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული გამოძიების შედეგად მოხდა 3 მძარცველის იდენტიფიცირება, რომლებმაც 1 დღეში 5 სახლი გაძარცვეს. დამნაშავეთა დაჯგუფებამ ხუთივე სახლი შუადღის საათებში 11 ოქტომბერს გაძარცვა.

მიუხედავად იმისა, რომ მძარცველები 5 სახლში შეიჭრდნენ მხოლოდ 1 სახლიდან მოახერხეს 20 ევროს ოდენობის თანხის გამოტანა, რადგან სხვა სახლებში შესვლისას მეპატრონეებმა შენიშნეს და დროზე ადრე მოუწიათ შენობის დატოვება. სხვის კერძო საკუთრებაში წარუმატებელი შეჭრის შემდეგ დამნაშავეთა დაჯგუფება კიდევ ერთ საცხოვრებელ ბინაში შევიდა, რომლიდანაც მოიპარეს ჩანთა, რომელშიც 400 ევროს ოდენობის თანხა იდო.

დამნაშავეების ვინაობის დადგენა პოლიციამ მათი თითის ანაბეჭდების დახმარებით შეძლო. პოლიციელებმა გასულ ორშაბათს იპოვეს ავტომანქანა, რომლითაც მძარცველები გადაადგილდებოდნენ და სწორედ ამ მანქანიდან შეძლეს მძარცველების თითის ანაბეჭდების ამოღება. დამნაშავეების წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური დანაშაულისა და ქურდობისთვის.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *