Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

არღოლიდა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 37 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

არღოლიდა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 37 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა

37 წლის კონსტანტინას სიცოცხლე პარასკევს შუადღეს არღოლიდაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.

კონსტანტინა 2 შვილის, 7 და 9 წლის ბიჭების დედა იყო. 

საბედისწერო შემთხვევა იმ გზაზე მოხდა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურად იყენებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 170კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა მძღოლი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ძლიერი შეჯახების შედეგად 2 შვილის დედა ადგილზე დაიღუპა, ხოლო 3 პირი მძიმედ დაშავდა. 

ნეა კიოსის მოსახლეობის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ავტომანქანა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, იმავე დღეს დილით სანაპირო ზოლზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. 

ამ საბედისწერო მომენტშიც ზემოთ ხსენებული მანქანა საპირისპირო ნაკადში გადავიდა იმისთვის, რომ მის წინ მიმავალი მანქანისთვის გადაესწრო და სწორედ ამ დროს შეეჯახა მანქანას, რომელსაც 37 წლის კონსტანტინა მართავდა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *