არ დაგავიწყდეთ საათების ზამთრის დროზე გადაწევა
არ დაგავიწყდეთ საათების ზამთრის დროზე გადაწევა
ზამთრის მოახლოვებასთან ერთად ოქტომბრის ბოლო კვირას საათი 1 საათით უკან გადაიწია.
საათების შეცვლა ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს, 27 ოქტომბერს გამთენიისას მოუწია საბერძნეთის მოსახლეობას. შესაბამისად ჩვენმა საათებმა გამთენიის 04:00 საათის ნაცვალდ 03:00 საათი უჩვენა.
აღნიშნული ფენომენი საშუალებას გვაძლევს 1 საათით მეტი გვეძინოს.
მსოფლიო საზოგადოება დღემდე კამათობს საჭიროა თუ არა დროის გადაწევა. საათის ისრის გადაწევის მომხრეები აღნიშავენ, რომ ეს მოქმედება დღის სინათლის რაციონალურად გამოყენების საშუალებას და ენერგორესურსების ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ სიმამდვილეში არანაირი ეკონომია არ ხდება. უფრო მეტიც, მათი აზრით საათის ისრის გადაწევა დამატებით ხარჯებს იწვევს, რადგან უნდა გადაიწიოს არამხოლოდ საათი, არამედ სხვა მოწყოვილებები, მაგ. ელექტროენერგიის მრიცხველები და ა.შ.
თუმცა ყველაზე დიდი კამათი სამედიცინო წრეებში მიდის, რადგან ზოგიერთი ექიმის აზრით დროით მანიპულაცია ორგანიზმის ბიორიტმზე ნეგატიურად აისახება.
საათის ისრის გადაწევა ადამიანებმა დღის სინათლის რაციონალური გამოყენებისა და ამავდროულად ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს, რისი საჭიროებაც პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, რადგან საომარი მოქმედებები დიდ ხარჯებს მოითხოვდა.
დღემდე საათის ისარს მსოფლიოს 81 ქვეყანა წევს, რომელთა შორისაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა შედის.
