Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ასპროპირღოსში დაკავებულია 48 წლის პედოფილი 15 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის გამო.

ასპროპირღოსში დაკავებულია 48 წლის პედოფილი 15 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის გამო.

დაკავებულის წინააღმდეგ არასრულწლოვანთა დაცვის უწყებამ საქმე 15 წლის გოგონას მშობლების საჩივრის შემდეგ აღძრა.

როგორც გამოძიებიდან ირკვევა 2023 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ბრალდებული არასრულწლოვან გოგონას წერილობითი შეტყობინებებისა და ვიდეოზარების საშუალებით აიძულებდა მისთვის გაეგზავნა ეროტიული ხასიათის შიშველი ფოტოსურათები და დაემყარებინა  მასთან ვირტუალური სექსუალური კავშირი.

სამწუხაროდ ეს საზარელი ისტორია მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობით არ შემოიფარგლება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით ბრალდებული სულ მცირე ხუთჯერ მაინც შეხვდა მსხვერპლს  საკუთარ მანქანაში სადაც მასზე არაერთხელ იძალადა სექსუალურად.  

ERT-ის თანახმად 48 წლის მამაკაცს, მისივე სახლში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სადაც ნაპოვნია პისტოლეტი, რეცოლვერი, რამდენიმე ვაზნა და ინდური კანაფი, ბრალად ედება ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობა/მოხმარებაც. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *